აღწერა
პაბლო 9 თვის პოინტერის მეტისია. ძალიან მეგობრული, მხიარული და ენერგიული ძაღლია, რომელსაც ადამიანები ძალიან უყვარს. 🤍 სამწუხაროდ, მას აქვს სეპარაციის შფოთვა, რომელსაც ვეღარ ვუმკლავდებით. ამ მდგომარეობის გამო ვეღარ დავდივართ სამსახურში, ვეღარ გავდივართ სახლიდან თუნდაც რამდენიმე წუთით და მივედით ძალიან მძიმე გადაწყვეტილებამდე. პაბლო ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ მინდა, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანთან წავიდეს, ვინც შეიყვარებს, მოთმინებით მოეკიდება და დაეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისთვის ასეთი სახლი შექმნათ, გთხოვთ მომწეროთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ პატრონთან კონტაქტი გვქონდეს და ვიცოდე, როგორ არის. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რითიც შევძლებთ მის დახმარებას. თუ თავად ვერ შეძლებთ მის შეფარებას, ძალიან დამეხმარებით, თუ ამ პოსტს გააზიარებთ ან ვინმეს გაუკითხავთ, ვისაც შესაძლოა პაბლოსთვის მოსიყვარულე და პასუხისმგებლიანი სახლის მიცემა შეეძლოს. თითოეული გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. 🤍