აღწერა
🐶 ვეძებთ მოსიყვარულე ოჯახს ძალიან საყვარელი ბიჭუნასთვის ❤️ დაიბადა 21 თებერვალს და ახლა ზუსტად 6 თვისაა. არის ძალიან თბილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე. საერთოდ არ არის აგრესიული, უყვარს ბავშვები, კატები და ადამიანებთან ურთიერთობა. მიჩვეულია სახლში ცხოვრებას და საწოლშიც კი სძინავს. 🥹❤️ სამწუხაროდ, მე ვეღარ ვახერხებ მის დატოვებას, რადგან სახლში უკვე მყავს პიტბულის ჯიშის გოგო და მისი დამატება ძალიან რთული აღმოჩნდა. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება და იცით ოჯახი, რომელიც მას სიყვარულით და პასუხისმგებლობით მოუვლის, ძალიან დამეხმარებით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კარგ და მზრუნველ ოჯახში მოხვდეს. 🙏❤️